ასოციაცია ,,ათინათის’’ პროექტი ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" კლუბის წევრებს ძალიან კარგ შესაძლებლობას სთავაზობს, კერძოდ, მონაწილეობა მიიღონ ორკვირიან ბანაკში, რომელიც გაიმართება ბრიტანეთში.
ბანაკში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ:
იცხოვრონ მეგობრულ და უსაფრთხო ბრიტანულ ქალაქში;
გაიცნონ სხვა მოზარდები მთელი მსოფლიოდან;
გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა;
ექსკურსიით მოინახულონ ისეთი ადგილები როგორიცაა: სალისბერი, სტოუნჰენგი, ლონდონი, ოქსფორდი და ვარვიკის ციხე;
ბანაკის პერიოდში ახალგაზრდები იცხოვრებენ ბრიტანულ ოჯახებში, სადაც ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მათ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.
გაიმართება ორი ბანაკი:
10 ივნისიდან-24 ივნისამდე
25 ივნისიდან-8 ივლისადმე
(თარიღები შეიძლება შეიცვალოს)
თითოეულ ბანაკში წასასვლელად შეირჩევა 6 ახალგაზრდა, მათ შორის 3 მონაწილე აფხაზეთიდან, ჯამში 12 ახალგაზრდა გაემგზავრება ბრიტანეთში.
ბანაკში მონაწილეობის მისაღებად კლუბის წევრებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
შეავსონ და გამოაგზავნონ აპლიკაცია 16 აპრილიდან - 24 აპრილამდე;
მონაწილეობა მიიღონ ინგლისური ენის ტესტირებაში - 30 აპრილი;
მონაწილოება მიიღონ გასაუბრებაში - 2 მაისი;
ბანაკში მონაწილეობის ხარჯებს პროექტი ანაზღაურებს.
აღნიშნული ბანაკი გათვალისწინებულია 15-16 წლის ახალგაზრდებისათვის, რომლებიც არიან პროექტის ,,ახალგარზდების ჩართულობა და განვითარება" პარტნიორი სკოლის მოსწავლეები და კლუბის წევრები.
პარტნიორი სკოლები: ოდიშის #1, ინგირის #1, კახათის #2, დარჩელის, ორსანტიის, კოკის, ზედაეწერის, ჩხორიის, ჭკადუაშისა და აფხაზეთის #11 საჯარო სკოლები.
წყარო: ასოციაცია ,,ათინათის’’ ვებგვერდი სოციალურ ქსელში