en
ge

დაიწყო რეგისტრაცია სემინარზე „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“!

 

დაიწყო რეგისტრაცია სემინარზე „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ"! აღნიშნულ პროექტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2014 წლიდან ახორციელებს.
პროექტის მიზანია პედაგოგების ინფორმირება ევროპულ ფასეულობებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, მონაწილეების ინტერესის გაზრდა და გააქტიურება მათივე კომპეტენციის ფარგლებში.
სემინარი გაიმართება 2018 წლის 7-8 მაისს, მასწავლებელთა სახლში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 24 აპრილამდე
წყარო: ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში