en
ge

მასტერკლასი - მონაცემთა ვიზუალიზაცია და ადვოკატირება

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი  ორგანიზაცია ForSet-თან თანამშრომლობით, გთავაზობთ მასტერკლასს - მონაცემთა ვიზუალიზაცია და ადვოკატირება
მასტერკლასის ჩატარების თარიღი: 24 აპრილი
დამსწრეთა რეგისტრაცია: 10:30 სთ
მასტერკლასის ხანგრძლივობა: 3 საათი
ადგილი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #5 (შანხაის დასახლება)
მასტერკლასი ტარდება USAID-ის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის" (ACCESS) პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო ველი ძალზედ გადატვირთულია, მკითხველის ყურადღების მისაქცევად და მისი დაინტერესებისათვის ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ შინაარსს, არამედ ვიზუალურ მხარეს და ინფორმაციის გავრცელების/მიწოდების ფორმას/ტექნიკას. ვრცელი ნარატიული ანგარიშების, პრესრელიზებისა და სტატიების ნაცვლად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პოულობენ ინფორმაციის გავრცელების ახალ გზებს მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
ჩვენი მასტერკლასი ვიზუალიზაციისა და ადვოკატირების საკითხებში ასეთი თანამედროვე მიდგომების გამოყენებას დაეთმობა:
ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ორგანიზაციაში არსებული ან/და საჯარო მონაცემები ვიზუალიზაციისთვის და ადვოკატირების კამპანიების დასაგეგმად;
განვიხილავთ, რა არის საჭირო მონაცემთა სწორად გამოსახვისთვის და რა ხერხებით შეგიძლიათ თქვენი სათქმელი მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მარტივი და გასაგები ენით მიიტანოთ;
ასევე, განვიხილავთ ინფორმაციული დიზაინის ძირითად პრინციპებს, ხშირად დაშვებულ შეცდომებს და საუკეთესო პრაქტიკებს.
მასტერკლასზე დასწრება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 აპრილის 18:00 სთ–მდე შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/mpshkeaxhEiG9aEZ2
წყარო:კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში