ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევ ს ჟურნალისტებსტრენინგში მონაწილეობის მისაღებად – ფარული გადაღება და კონფიდენციალური წყაროების გამოყენება მედიაში.
ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 5-6 მაისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.
ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.
წყარო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია