en
ge

მოწვევა ინტერესის გამოსახატად კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტისთვის

პროექტის შესახებ: "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან. 

სამუშაოს ზოგადი აღწერა

„სტერეოტიპების რღვევის" კამპანიისთვის დაგეგმილია კომუნიკაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს: 

  • პრობლემების და სტერეოტიპების იდენტიფიკაციას; 
  • სამიზნე ჯგუფების იდენტიფიკაციას; 
  • საკომუნიკაციო პლატფორმის/ მესიჯების, საკომუნიკაციო სტილისა და ტონის შერჩევას; 
  • საკომუნიკაციო არხების შერჩევას; 
  • შესაბამისი მედია შესყიდვების გეგმას. 

ამ მიზნით დაგეგმილია კომპანიის ან სამუშაო ჯგუფის შერჩევა. 

ექსპერტმა კომუნიკაციის სტრატეგიის და სამუშაო გეგმის შემსრულებელი კომპანიის ან სამუშაო ჯგუფის შესარჩევი ტექნიკური დავალება უნდა შეიმუშავოს, ხელშეკრულების დადებიდან 1 კვირის ვადაში. 

ძირითადი მოვალეობები 

  • „სტერეოტიპების რღვევის" კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიის და სამუშაო გეგმის შემსრულებელი კომპანიის ან სამუშაო ჯგუფის შესარჩევი ტექნიკური დავალების შემუშავება. 
  • „სტერეოტიპების რღვევის" კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიის და სამუშაო გეგმის შემსრულებელი კომპანიის ან სამუშაო ჯგუფის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობა. 
  • პროექტის ხელმძღვანელის და მენეჯერის კონსულტირება „სტერეოტიპების რღვევის" კამპანიის საკითხებზე. 

კვალიფიკაცია და უნარები 

  • უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); 
  • სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; 
  • კომუნიკაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნის და განხორციელების გამოცდილება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია). 

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს

  • ინტერესის განაცხადი - მოთხოვნილი საათობრივი ანაზღაურების მითითებით; 
  • რეზიუმე/CV. 

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. სასურველი ანაზღაურება აუცილებლად მიუთითეთ ინტერესის განაცხადში.

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მოწვეული ექსპერტი". მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: ia@civilin.org 

გაითვალისწინეთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.