en
ge

ხატვის კონკურსი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

საზოგადოებრივი ორგანიზაციები: დემოკრატ მესხთა კავშირი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა და Talita Kum-ი კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის" გიწვევთ, ხატვის კონკურსში მონაწილეობისთვის თემაზე: თანასწორობა.
კონკურსის მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.
ნახატების გაგზავნის ბოლო ვადაა, 2018 წლის 23 აპრილი
„ერთად ერთმანეთისთვის" კამპანიის მიზანია, ხელი შუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის განვითარებასა და მრავალფეროვნების მიღებას, ასევე, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. აღნიშნული კამპანია წარმოადგენს World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირისა" და „ტალითა კუმის" ერთობლივ ინიციატივას და შედგება რამდენიმე მცირე და მასშტაბური ღონისძიებისაგან, რომლებიც გაგრძელდება 2018 წლის მაისის შუა რიცხვებამდე.
წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირის ვებგვერდი სოციალურ ქსელში