სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2018 წლის 16 აპრილიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აპრილის №93/2018 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
- პირველი მიმართულება: ამომრჩეველთა ინფორმირება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
- მეორე მიმართულება: ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
- მესამე მიმართულება: მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
წყარო: electionreforms.ge