en
ge

ონლაინ სასწავლო პროგრამაზე მონაწილეთა მიღება

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო კურსებზე (e-learning.ge): 

  • შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა; 
  • საზოგადოებრივი მონაწილეობა; 
  • სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი.

ონლაინ სწავლების შესახებ

სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები. 

პროექტში მონაწილეობა უფასოა. 

სწავლა დაიწყება მაისში და დასრულდება ივლისში.