en
ge

ფორუმ-თეატრი - სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: კრეატიული განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 19.04.2018
  • ბოლო ვადა: 20.05.2018
  • ბმული: https://goo.gl/forms/cNvU7aZX7mHwu5pq1
კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში".
პროექტის მთავარი მიზანია სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით.
ფორუმ თეატრი, ეს არის თეატრალური მეთოდოლოგია, რომელიც შეიმუშავა ბრაზილიელმა აუგუსტო ბოალმა, და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო განათლებაში და ზოგადად სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის.
ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა:
-გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია
-დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან
-წარმოადგინონ მიღწეული შედეგები შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის დასასრულს.
პროექტში მონაწილეობა არის უფასო, პროექტი სრულად ფარავს კვებისა და სატრენინგო მასალების თანხას. პროექტის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
პროექტის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
წყარო: ორგანიზაციის ვეგვერდი