ახლადშექმნილი ორგანიზაცია, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი, სტრუქტურისა და გუნდის ჩამოყალიბების
პროცესში, აცხადებს კონკურსს მოხალისეების/სტაჟიორების მისაღებად.
შერჩეული მოხალისეები, მათი კომპეტენციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების და საკუთარი ინტერესების სფეროების შესაბამისად გადანაწილდებიან სხვადასხვა პროექტებსა და ორგანიზაციის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით.
ორგანიზაციაში მოხალისის საქმიანობა გულისხმობს:
- ფონდების მოძიება;
- საპროექტო წინადადებების წერა;
- პარტნიორების მოძიება;
- მთარგმნელობით საქმიანობა;
- კვლევებში მონაწილეობის მიღება;
- ლოჯისტიკა – ტრანსპორტირების საკითხებში დახმარება (დახვედრა, განთავსება, გაცილება);
- პრესასთან და მედიასთან ურთიერთობა – პრეს რეზლიების მომზადება, თარგმნა, ვებ გვერდზე დადება, მეილინგ ლისთებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელება;
- საჭიროებისამებრ, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადააგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: yccdg@yahoo.com
არა უგვიანეს ა.წ. 29 მარტისა .
წყარო: სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი