საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი იწყებს კონფერენციების სერიას ახალგაზრდებისთვის, ვისაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აინტერესებს.
კონფერენციის ფარგლებში, ექსპერტები და ახალგაზრდა პოლიტიკოსები წარადგენენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე:
1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და თვითმმართველობა;
2. მართვის მოდელები და საარჩევნო სისტემები;
3. საერთაშორისო ურთიერთობები/პოლიტიკა (ევროკავშირის წევრობის პერსპექტივები, ნატოს წევრობის პერსპექტივები; რუსეთი და აფხაზურ-ოსური კონფლიქტები);
4. უსაფრთხოება (ეროვნული, ენერგეტიკული, ტრანსნაციონალური, ეკოლოგიური ან სოციალური);
5. ეკონომიკა (ეკონომიკური მოდელი/ბიზნესის ხელშეწყობა, ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა);
6. სოციალური პოლიტიკა (შრომის კანონმდებლობა, ჯანდაცვა-დაზღვევა, საპენსისო სისტემა და დახმარებები);
7. ადამიანის უფლებები (უმცირესობები, პირადი ცხოვრების უსაფრთხოება (მოსმენები და ა.შ.), ალკო-ნარკო-თამბაქოს მომხმარებლები);
8. განათლების სისტემა (სკოლამდელი, საშუალო, უმაღლესი, პროფესიული განათლების მოდელები; განათლება დასამებისთვის).
მონაწილეობისთვის საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში