en
ge

საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 20.04.2018
  • ბოლო ვადა: 21.05.2018
  • ბმული: http://jobs.ge/173236/
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სათემო განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, ხოლო 2011 წლიდან მის ბაზაზე თემის განვითარების რესურს ცენტრი - CDRC ამოქმედდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.
რესურს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე/ადვოკატირებაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.
კონკურსის თემატიკა:
საგრანტო კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ გახლავთ, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადს, რომელიც:
** თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი, გენდერული, ახალგაზრდული პრობლემატიკა);
** განხორციელების შემთხვევაში თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
** განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს;
** ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ.)
წყარო:jobs.ge