პროექტი „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ. მას ახორციელებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან ერთად. პროექტის ფარგლებში, ცხადდება მცირე გრანტების კონკურსი.
პროექტის „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და ეროვნული სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევით გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა რეგიონის მიმზიდველობის გაზრდის გზით.
მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი რომელიც 1995 წლიდან აქტიურად არის ჩართული გურიის რეგიონის განვითარებაში. ორგანიზაციის მიზანია: „ხელი შეუწყოს გურიის რეგიონში სამოქალაქო, საჯარო და ბიზნესსექტორების განვითარებას, მათ საჭიროებაზე მორგებული თანამედროვე და ეფექტური საგანმანათლებლო-საკონსულტაციო მომსახურებით; რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით ინოვაციური პროექტების ინიცირებით და განხორციელებით".
წყარო: civilin.org