სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს მონაწილეთა მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე - "მუნიციპალური საჯარო ფინანსები".
თუ თქვენ
ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
და
გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი და გსურთ გაიღრმავოთ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები
მაშინ
საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები. ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შესაძლებლობა გეძლევა აიმაღლო ცოდნა და უნარები მუნიციპალურ საჯარო ფინანსებში.