en
ge

2018 წლის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევროკავშირის წარმომადგენლობა
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 15.10.2018
  • ბმული: https://www.euprizejournalism.ge/rules-ge
გამოცხადდა ევროკავშირის ყოველწლიური საპრიზო კონკურსი ჟურნალისტებისთვის.
წესები და პირობები:
​კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018" წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და ეთიკის ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაშ.
კონკურსანტებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი ნაშრომის წარდგენა ქვემოთ მოყვანილ ერთ საპრიზო კატეგორიაში:
  • ა. სტატია  ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • ბ. სიუჟეტი  სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • გ. საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • დ. სამაუწყებლო მედიაში; ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
  • ე. ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ,  ელექტრონულ ან 
  • ვ. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი;
წყარო: კონკურსის ვებ–გვერდი