en
ge

კონკურსი: რესპუბლიკის სიმბოლო

საქართველოს გაეროს ასოციაცია და მისი ინტერნეტ საინფორმაციო გამოცემა სივილ.გე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებენ პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტს.
ამ პროექტის ფარგლებში, ვიწვევთ გრაფიკულ დიზაინერებს მონაწილეობა მიიღონ რესპუბლიკის სიმბოლოს - მცველი ქალის - აღორძინებასა და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციის შექმნაში. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანა, როგორც 1918-21 წლების რესპუბლიკაში, ასევე თანამედროვე საქართველოში ქალთა როლის წარმოჩენაა.
დაეყრდნობა რა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციას, რომლის მონახაზიც ქვემოთაა მოცემული, გამარჯვებული ნამუშევარი უნდა ქმნიდეს საქართველოს რესპუბლიკის თანამედროვე სიმბოლოს, რომლის ატრიბუტებიცაა: თავისუფლება, სიბრძნე, სიმტკიცე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში