სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს აპლიკანტთა შეხედულებისამებრ შერჩეული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის საარჩევნო გარემოს სიტუაციური ანალიზისათვის (ოლქების მიხედვით) განსახორციელებელი კვლევის პროექტების შერჩევა-დაფინანსებას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).