en
ge

წლიური საგრანტო პროგრამა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: USAID Zrda Activity
  • დაწყების თარიღი: 10.05.2018
  • ბოლო ვადა: 25.12.2018
  • ბმული: http://jobs.ge/175366/
USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს „ქემონიქს ინთერნეიშენალი”, აცხადებს საგრანტო კონკურსს ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ - პროექტი ზრდა-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი). 
პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (1000 მ2-მდე) თანადაფინანსების პრინციპით, ჯამში არაუმეტეს 50 სათბურისა. საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდ. მეწარმედ, ან გამონაკლის შემთხვევაში აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს, თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. გრანტი გაიცემა აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომელთაც აქვთ სურვილი გააფართოვონ/განაახლონ არსებული სასათბურე მეურნეობა ან მოაწყონ სრულიად ახალი სასათბურე მეურნეობა, და სათბურის მოწყობაში მიიღონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა. (თანამონაწილეობის ფორმატზე იხილეთ დეტალები ქემოთ). გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, ზრდა პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.
განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის # 051-2005-006-S-2018.
წყარო: jobs.ge