en
ge

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან განაცხადების მიღება დაიწყო

რეგრანტინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა" ფარგლებში.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა" ფარგლებში, განმახორციელებელი ორგანიზაციების კონსოციუმი იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან.
რეგრანტინგი ორ თემატიკას მოიცავს:
საქართველოს მოსახლეობაში DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
რეგიონულ მცირე და საშუალო მეწარმეებსა და საჯარო მოხელეებს შორის DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება, თუკი განმცხადებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მონაწილეობა აქვთ მიღებული პროექტის განმახორციელებელი კონსოციუმის მიერ 2018 წლის მარტ-აპრილში შესაბამის რეგიონებში ჩატარებულ ტრენინებში და ამ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა მათ თავიანთ კოლეგებსა და საზოგადოებას გაუზიარეს.
საერთო ჯამში, 1,000 ევრომდე ბიუჯეტის 60 გრანტი გაიცემა, რომელიც თანაბრად გადანაწილდება საპროექტო განაცხადების დასაფინანსებლად პირველ და მეორე თემატიკასა და გეოგრაფიულ არეალზე, საქართველოს ცხრავე რეგიონსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში (სულ მცირე 3 გრანტი/9 რეგიონი & აჭარა).
წყარო: gip.ge