en
ge

ტენდერი ონლაინ კურსების ლექციათა ციკლის ვიდეო მონტაჟის თაობაზე

ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ონლაინ კურსების ლექციათა ციკლის ვიდეო მონტაჟის თაობაზე. 

სამუშაოს აღწერილობა: 

  • ლექციების (1 ლექციის ქრონომეტრაჟი 45 წუთი, HD ფორმატი) მონტაჟი, ”შეფუთვა” (ქუდის დასმა, ტიტრები, მუსიკალური გაფორმება...და ა.შ.); 
  • იდეო ლექციებში გრაფიკული ელემენტების ჩართვა (გრაფიკები, ტექსები, ფოტო კლაჟები...). 

გთხოვთ, ზემოთ მითითებული სამუშაოს აღწერილობის საფუძველზე, მოგვაწოდოთ თქვენი ფასები: 1 ლექციის (ქრონ. 45 წუთი, HD ფორმატში) მონტაჟი გრაფიკული ჩანართებით. 

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

  • შემოთავაზებული ფასი დღგ-ს გარეშე; 
  • კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • ორგანიზაციის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის(დირექტორის) მიერ ხელმოწერილი ელექტრონული საგადასახადო შედარების აქტი. 

სატენდერო წინადადება დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 

თქვენი წინადადებები, გთხოვთ, მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2018 წლის 16 მაისის 18:00 საათისა კურიერის ან ფოსტის მეშვეობით (წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს დალუქულ კონვერტში) შემდეგ მისამართზე: 26 მაისის მოედანი #2, მე-5 სართული, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995) 32 2 36 36 00 ან (+995) 551 119 829 

წინადადებები შესაძლებელია გამოგზავნილ იქნას, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: g.avazashvili@civilin.org