en
ge

საგრანტო კონკურსი - ვალე, წყალთბილა, პამაჯი, ურავლი, ანდრიაწმინდა, ასპინძა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ტოლერანტი
  • დაწყების თარიღი: 14.05.2018
  • ბოლო ვადა: 25.05.2018
  • ბმული: http://jobs.ge/175796/
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის - "საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით" ფარგლებში, ასოციაცია "ტოლერანტი" ახალციხის მუნიციპალიტეტის - ვალეს, წყალთბილას, პამაჯის, ურავლის, ანდრიაწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის - ძველის თემებისათვის აცხადებს გრანტების კონკურსს.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
** ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების და მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების/გაფართოების სტიმულირება.
** სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა რელევანტური ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ ეკონომიკური საქმიანობის უფლების მქონე მცირე სამეწარმეო სუბიექტ(ებ)ს. შესაძლებელია ორი ან მეტი სუბიექტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით გაერთიანება. მათი როლი, პასუხისმგებლობები და სარგებელი ცალსახად გამიჯნული უნდა იყოს საკონკურსო განაცხადში.
წყარო:jobs.ge