არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ-ი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს, ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით მართავს მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმს თბილისში.
ღონისძიების მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი და ასევე ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობას. ღონისძიების აღნიშვნას მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახმარებით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში.
წყარო: docs.google.com