ევროკავშირის ENPARD III-ის ფარგლებში FAO აცხადებს ინტერესთა გამოხატვის კონკურსს არასამთავრობო და სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციების (კერძო კომპანიების) შესარჩევად.
კონკურსი ღიაა საქართველოში მუშაობის გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიებისთვის. მის ფარგლებში მოთხოვნილია სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული იმ საწარმოებისა და ბიზნეს ოპერატორების კვლევა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ან პირდაპირ დაკავშირებულები არიან რომელიმე შემდეგ რვა მუნიციპალიტეტთან: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი, თეთრიწყარო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში