საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროექტების მმართვის გამოცდილება
• მედიის სფეროში საქმიანობის გამოცდილება
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
• სასურველია საერთაშორისო და მედია ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა
• პრობლემის გადაჭრის უნარი
• ანალიტიკური აზროვნება
• დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
• ქარტიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
• ქარტიის პროგრამების/პროექტების მმართვა
• პროექტების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციებისათვის მათი წარდგენა
• ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზება
• მესამე პირებთან ქარტიის წარმომადგენლობა
სასურველია თუ კადიდატი წარმოადგენს სარეკომენდაციო წერილს.
კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს, თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება და როგორია მისი ხედვა ქარტიის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
CV გაგზავნილ უნდა იქნას შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე mgeladzegia@yahoo.com და davit.kldiashvili@gmail.com