en
ge

ტენდერი ონლაინ კურსების ლექციათა ციკლის ვიდეო მონტაჟზე

ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ონლაინ კურსების ლექციათა ციკლის ვიდეო მონტაჟის თაობაზე. 

სამუშაოს აღწერილობა: 

  • ლექციების (1 ლექციის ქრონომეტრაჟი 45 წუთი, HD ფორმატი) მონტაჟი, "შეფუთვა" (ქუდის დასმა, ტიტრები, მუსიკალური გაფორმება და ა.შ.); 
  • ვიდეო ლექციებში გრაფიკული ელემენტების ჩართვა (გრაფიკები, ტექსტები, ფოტო კოლაჟები...). 

გთხოვთ, ზემოთ მითითებული სამუშაოს აღწერილობის საფუძველზე, მოგვაწოდოთ თქვენი ფასები: 1 ლექციის (ქრონ. 45 წუთი, HD ფორმატში) მონტაჟი გრაფიკული ჩანართებით. 

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

  • შემოთავაზებული ფასი დღგ-ს გარეშე; 
  • კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • ორგანიზაციის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის (დირექტორის) მიერ ხელმოწერილი ელექტრონული საგადასახადო შედარების აქტი.

სატენდერო წინადადება დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 

თქვენი წინადადებები, გთხოვთ, მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისის 18:00 საათისა, კურიერის ან ფოსტის მეშვეობით (წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს დალუქულ კონვერტში), შემდეგ მისამართზე: 26 მაისის მოედანი #2, მე-5 სართული, თბილისი. 

ტელ: (+995) 32 2 363600 ან (+995) 551 119829. 

წინადადებები შესაძლებელია გამოგზავნილ იქნას ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: g.avazashvili@civilin.org