„ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი" აცხადებს მსმენელების მიღებას სასწავლო კურსზე - „ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა".
სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იქნება: ხელშეკრულების ფორმები და სახეები; ცალკეული ხელშეკრულებების თავისებურებები; საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისას გასათვალისწინებელი თავისებურებები; ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები. კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სხვადასხვა სახის ხელშეკრულების შედგენისა და მომზადების წესებს.
წყარო: ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში