კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერთიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე „სამოქალაქო ლიდერობა" .
პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარ თემში ან რეგიონში დადებითი ცვლილების განხორციელება.
სასწავლო პროგრამა დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციაა და ოთხი მოდულისგან შედგება:
• სამოქალაქო ლიდერობა;
• ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა;
• პროექტის მართვა;
• ფონდების მოძიება.
სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის" (CTC) მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' (CSSIGE).
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში.
პროექტს ახორციელებს „კონრად ადენაუერის ფონდი", „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან", „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან", „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრთან" და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან" თანამშრომლობით.
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ივნისი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.ctconline.ge
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი