en
ge

კონკურსი იმერეთის სამოქალაქო კლუბებისთვის

„ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი", „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, სამოქალაქო კლუბებისათვის აცხადებს კონკურსს ,,№1 ინიციატივა’’. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში დაარსებულ სამოქალაქო კლუბებს. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციები, რომლებიც სამოქალაქო კლუბის მიერ 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის 25 აპრილამდე განხორციელებულ ღონისძიებას ასახავს.