„ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, აცხადებს დებატების ტურნირს იმერეთის პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებისათვის. სადებატო რეზოლუციაზე ,,მასმედიის ცენზურა გამართლებულია’’. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის იმერეთის რეგიონის სამიზნე საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარ სამ კაციან გუნდს.