კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო," გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია აღნიშნული ასოციაციების ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა.
დაინტერესებული ორგანიზაციები უნდა დაესწრონ საპროექტო განაცხადის მომზადების მასტერკლასს, რომელიც გაიმართება 2018 წლის 9 ივნისს(10:30 – 15:00).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 6 ივლისი
წყარო: კოალიცია „განთცლება ყველასათვის – საქართველო"