en
ge

გაცვლითი პროგრამა მასწავლებლებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CCIIR
  • დაწყების თარიღი: 01.04.2013
  • ბოლო ვადა: 10.04.2013
  • ბმული: http://jobs.ge/56004/
"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (CCIIR) იწვევს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ქართული სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლებს პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (CCIIR) ახორციელებს გაცვლით პროგრამას "ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის" (Teachers Partnership between Kvemo Kartli/Samtskhe-Javakheti and other regions of Georgia), რომელიც დაფინანსებულია ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ის ხელს უწყობს განათლების სისტემაში ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებასა და რეფორმის მიზნების მიღწევას.
პროგრამის დაწყების თარიღი: 20.04.2013.
პროგრამის დასრულების თარიღი: 20.05.2013.
წყარო: jobs.ge