ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას. პროექტს ახორციელებს "კონრად ადენაუერის ფონდი" (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" (CSI), "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC), "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" (EDEC).
CSRDG-ის მიერ განსახორციელებელი აქტივობებიდან ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებს გრანტების გაცემას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალებულების და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიმართულებით. საგრანტო კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას.