პროექტში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის საფუძველზე შერჩეული 20 მონაწილე. პროექტი ორიენტირებულია არაფორმალური განათლების პრინციპებით, მიდგომებითა და მეთოდებით ახალგაზრდულ საქმიანობაში ადამიანის უფლებების სწავლების კომპონენტის გაძლიერებაზე; სხვადასხვა ორგანიზაციებში მომუშავე ახალგაზრდული მუშაკების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მათი სამომავლო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების გაცნობა/პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებზე. პროექტი მიზნად ისახავს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების განვითარებას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანის უფლებათა სწავლების დანერგვისათვის.
წყარო: jobs.ge