ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" იწვევს აღმოსავლეთ პარტნიორობის
ეროვნული პლატფორმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
ტრენინგში „საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგი" მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგი ჩატარდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში (მისამართი:
თბილისი, ჭოველიძის ქუჩა # 10) 25 აპრილს და
მას წარუძღვებიან ტრენერები ნინო ევგენიძე (ეკონომიკური პოლიტიკის
კვლევების ცენტრი) და მანანა ქოჩლაძე (მწვანე ალტერნატივა). ტრენინგი
დაფინანსებულია ევროკომისიის პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმების შესაძლებლობათა გაზრდა"
ფარგლებში.
ტრენინგის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრ
არასამთავრობო ორგანიზაციებში გაიზარდოს ცოდნა და შესაძლებლობები, რათა მათ
შეძლონ საბიუჯეტო მონიტორინგის ეფექტურად განხორციელება. ტრენინგის
მიმდინარებობისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
საბიუჯეტო პროცესის მართვა და ორგანიზება საქართველოში
ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების დაგეგმვა და შესრულება
საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობა
ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და შეფასება
ევროკავშირის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებსა და
დედაქალაქში მომუშავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრი
არასამთავრობო ორგანიზაციები. ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგიონიდან ჩამოსულ ტრენინგის მონაწილეებს აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების
ხარჯები შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.
ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ მითითებულ მისამართზე: ivane@osgf.ge არა უგვიანეს 2012 წლის 15 აპრილის.
გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: OSGF Training on Budget Monitoring
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგების ჩატარების ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ.
შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:
ვანო ჩხიკვაძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი
ტელეფონი: 225 04 63 (ext. 306)
ელ.ფოსტა: ivane@osgf.ge
წყარო:osgf.ge