en
ge

„თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  • დაწყების თარიღი: 15.06.2018
  • ბოლო ვადა: 17.06.2018
22 ივნისს, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” წევრ ორგანიზაციებთან პარტნიორობით იწვევს საქართველოს რეგიონებში, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ღონისძიებაში - „თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის" - მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონალური ორგანიზაციების შეკრება თბილისში, რითაც შეიქმნება ინფორმაციის და კონტაქტების გასაზიარებელი პლატფორმა, ასევე საფუძველი ჩაეყრება მომავალ თანამშრომლობას. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან" ერთად 20-მდე რეგიონულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს მიმდინარე აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბეჭდური მასალა სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან. 
ფორუმი უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს რეგიონულ ორგანიზაციებს გააზიარონ ინფორმაცია და დაამყარონ კონტაქტები ღონისძიებაზე დამსწრე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ფორუმი ღია იქნება ყველასთვის 15:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში.
ვის შეუძლია ღონისძიებაში მონაწილეობა? 
საქართველოში რეგიონში დარეგისტრირებულ და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონიათ მიმდინარე/განხორციელებული პროექტი/აქტივობები. 
მონაწილეობის მისაღები პროცედურები: 
მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ ეს ფორმა...
არაუგვიანეს 2018 წლის 17 ივნისის, საღამოს 18:00 საათამდე. 
შერჩეულ ორგანიზაციებთან დაკავშირება მოხდება 20 ივნისის ჩათვლით. 
მონაწილეებისთვის ფორუმზე უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მაგიდა და  სპეციალური სტენდები. მონაწილეობის მსურველებმა თავად უნდა უზრუნველყონ თბილისში ორგანიზაციის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ჩამოსვლა, ასევე გამოფენისთვის საინფორმაციო მასალის წარმოდგენა.  
ფორუმის ჩატარების დრო და ადგილი:  22 ივნისი, დღის განმავლობაში, 15:00 – 19:00 სთ, თბილისი (ადგილი დაზუსტება მოგვიანებით).
საკონტაქტო ინფორმაცია: 
 "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”,
 თბილისი,  აკაკი გახოკიძის 11ა. 
 ელ-ფოსტა: tbilisi@humanrightshouse.org
 ტელეფონი:  +995 322 30 77 66