სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამებზე: თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები; ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები.
პროგრამების აღწერა:
თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები
თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეებს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება თვითმმართველობის საკითხებში. კერძოდ, ონლაინ ლექციათა ციკლი მოიცავს ისეთ თემატიკას როგორიცაა თვითმმართველობის ისტორია დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში, მისი არსი და როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში, თვითმმართველობის მოდელები, კომპეტენციები, ქონება, ფინანსური საფუძვლები, მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპები და ფორმები.
კურსს უძღვება ირაკლი მელაშვილი
ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტები
კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს საქართველოს ნორმატიული აქტების სისტემას და იერარქიას, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების, გამოქვეყნებისა და გაუქმების საკითხებს. შესაბამისად კურსი მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ნორმატიული აქტების იერარქია, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ნორმატიული აქტების მიღების სფეროში, მუნიციპალიტეტების ორგანოების/თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შემუშავების, მიღების და გამოქვეყნების წესები, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება, მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
კურსს უძღვება ლევან ფანიაშვილი