en
ge

კონკურსი: „საინიციატივო პროგრამა დღის წესრიგი 2030 წლისთვის“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 31.07.2018
  • ბმული: https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/posts/1851483661541008
„საინიციატივო პროგრამა დღის წესრიგი 2030 წლისთვის" - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის მეშვეობითაც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო გამიზნულად უჭერს მხარს გერმანიის პარტნიორ ქვეყნებს მდგრადი განვითარების მიმართულებით.
საინიციატივო პროგრამის ახალ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფონდი ცალკეული მოკლევადიანი ინიციატივების (მაგალითად კონსულტაციების, კვლევების, ღონისძიებების) განხორციელებისათვის. ხელშეწყობილი იქნება ღინისძიებები 50 ათასსა და 125 ათას ევროს ფარგლებში, რომელთა ხანგრძლივობაც 4-დან 12 თვემდეა. განაცხადების შეტანა შეუძლიათ იმ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც გერმანია განვითარების სფეროში თანამშრომლობს.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2018 წლის 31 ივლისამდე.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გბერდზე: https://www.2030transformationfund.com/
წყარო: გერმანიის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში