en
ge

ესეების კონკურსი 1

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CCIIR
  • დაწყების თარიღი: 28.06.2018
  • ბოლო ვადა: 20.07.2018
  • ბმული: http://jobs.ge/181143/
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი აცხადებს მრავალფეროვნების საერთაშორისო სკოლისათვის უნივერსიტეტის სტუდენტების კონკურსს.
სკოლა ორგანიზებულია ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის "მრავლფეროვნებისათვის მომზადება და ტოლერანტობის გაძლიერება საქართველოს ახალგაზრდებში" ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლა ორიენტირებულია აქტიური სტუდენტების იდენტიფიცირებასა და მათი მრავალფეროვნების მიმართ მგრძნობელობის გაძლიერებაზე, რაც არა მხოლოდ მათი ცნობიერების შეცვლას გამოიწვევს, არამედ მოამზადებს მათ თანატოლებთან თანასწორობის, მრავალფეროვნების პატივისცემის და ინტეგრირებისათვის სამუშაოდ, ამ ცნობიერებისა და დამოკიდებულებების სწავლასა და მუშაობის პროცესებში დანერგვისათვის.
მრავალფეროვნების სკოლა 7-დღიანია და ჩატარდება 1 - 15 ოქტობრის პერიოდში, მონტენეგროს საზღვაო საკურორტო ქალაქში. სკოლის პერიოდში ცხოვრება და მრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებული ლექციები და პრაქტიკული მუშაობა სრულად არის დაფინანსებული დონორის მიერ. მრავალფეროვნების სკოლაში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
** უნდა იყვნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, რომლებიც ჩაირიცხნენ კვოტირების სისტემით და სწავლობდნენ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამაზე სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი სტუდენტებისთვის (1+4 პროგრამა);
** ჰქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული კონცეფცია მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის პოლიტიკის გავლენის შესახებ საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე;
** გააჩნდეთ ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად განვითარებული საკომუნიკაციო უნარები;
** იცნობდნენ და იზიარებდნენ გუნდური მუშაობის პრინციპებს;
** ორიენტირებულნი და დაინტერესებულნი იყვნენ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში;
** აინტერესებდეთ კონფლიქტის მხარეებს შორის მრავალფეროვნების პრინციპებზე აგებული ნდობის ჩამოყალიბების საკითხები;
** მზად იყვნენ თანატოლებთან, კოლეგებთან და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან იმავე საკითხებზე მუშაობისა და კონსულტაციებისათვის.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გამოვლინდებიან საუკეთესო ესეის ავტორები, რომელთა რეზიუმეები აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს. მეორე ეტაპი კი მოიცავს პირისპირ გასაუბრებას კანდიდატთან.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ განახლებული რეზიუმე და ესეი "მრავალფეროვნების საკითხები პიროვნული, საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესებში" არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისის 17 საათისა შემდეგ მისამართზე: info@cciir.ge
წყარო:jobs.ge