არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი (MCK), GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) პროექტის "რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით" ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს ახალგაზრდებისთვის თემაზე - ჩემი ქალაქი - ევროპული ქალაქი.
კონკურსის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი ხედვა და ღირებულებები გააცნონ ფართო საზოგადოებას.
გამარჯვებულ ნამუშევრებს შეარჩევს პროექტის გუნდი ადგილობრივ მერიასთან ერთად. გამარჯვებულებს, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემა, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დააჯილდოვებენ.
კონკურსის მიზანია საქართველოს ევროპასთან ასოცირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ყველა საჯარო სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.
წყარო:knews.ge