გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიაზე განაცხადების შეტანის ვადა 2018 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა!
გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია" (IPS) ფარგლებში პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს 42 ქვეყნიდან აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
პროგრამა გათვლილია დასრულებული საუნივერსიტეტო განათლების მქონე, პოლიტიკურად დაინტერესებულ, ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ღირებულებებისათვის აქტიურად საქმიანობა სურთ. პროგრამა გრძელდება 2019 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე.
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესთაგის შემდეგ მისამართზე: www.bundestag.de/ips
წყარო: გერმანიის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში