პარიზის მშვიდობის პირველი ფორუმი 2018 წლის 11-დან 13 ნოემბრამდე გაიმართება.
თანამედროვე მსოფლიო დაძაბულობის ზრდის საპასუხოდ, ფორუმი ყოველწლიურად თავს მოუყრის იმ პროექტებს, იდეებსა და ინიციატივებს, რომლებსაც ეფექტური წვლილი შეაქვთ უდიდესი გლობალური გამოწვევების შესახებ უკეთეს საერთაშორისო თანამშრომლობაში, უფრო სამართლიან გლობალიზაციასა და უფრო ეფექტურ მრავალმხრივ სისტემაში.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათასს შეადგენს. წარმოდგენილი იქნება 150 პროექტი.
ფორუმის მიზანია მშვიდობის გამყარება უკეთესი მსოფლიო მმართველობით და იმ ყველაფრის ხელშეწყობა, რაც საერთაშორისო დაძაბულობას ამცირებს: სახელმწიფოების თანამშრომლობა საზღვრებს იქითა გამოწვევების საპასუხოდ, მსოფლიო ქონების ერთობლივი მართვა, ინტერნეტისა და ინფორმაციის გაცვლის უკეთესი რეგულირება და სხვა.
აზრთა გაცვლისა და დებატების პლატფორმა
COP21-ის მოდელით შთაგონებული პარიზის მშვიდობის ფორუმი გამოცდილებებისა და ნოვატორული გადაწყვეტილებების გაცვლის პლატფორმა იქნება და მმართველობის პროცესის ყველა მონაწილეს მოუყრის თავს : სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, ადგილობრივი და ეროვნული არჩევითი ორგანოების წევრებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორს. ფორუმის ამოცანაა მმართველობითი პროექტების განვითარება მათ შესახებ ინფორმირებით, სხვა და სხვა სახის ფორმატის მქონე დებატებში მათი განხილვითა და პროექტების ინიციატორებსა და შესაბამის ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრების ხელშეწყობით.
პარიზის მშვიდობის ფორუმი 5 თემატიკის გარშემო გაიმართება: მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები, ინკლუზიური ეკონომიკა.
წარმოადგინეთ მმართველობის თქვენი პროექტი 30 ივლისამდე
თუ თქვენი სურვილია, მმართველობის პროექტის პოპულარიზაცია, პარიზის მშვიდობის ფორუმი უნიკალური საშუალებაა მის წარმოსადგენად და თქვენი ინიციატივის განსავითარებლად.
იმისათვის რომ თქვენი პროექტი 150 პროექტს შორის მოხვდეს, გააკეთეთ ონლაინ განაცხადი: https://parispeaceforum.org/project-leaders/
განაცხადები მიიღება 30 ივლისამდე.
წყარო: საფრანგეთის საელჩოს გვერდი