ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ადამიანის უფლებებისა
და კანონის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს „ადვოკატირება საკანონმდებლო
ცვლილებებისთვის", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა
გაერთიანებებს და საინიციატივო ჯგუფებს. კონკურსის მიზანია
მხარი დაუჭიროს საქართველოს
კანონმდებლობის დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
ფონდი დააფინანსებს რამდენიმე საუკეთესო პროექტს, რომელიც
მიმართული იქნება არსებულ კვლევებზე/გამოცდილებაზე დაფუძნებით კონკრეტული რეკომენდაციებისა
და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე და მათ ადვოკატირებაზე.
ფონდი უპირატესობას მიანიჭებს პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ
სისხლის სამართლის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ადმინისტრაციული სამართლის, ანტიკორუფციული
სისტემის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მარეგულირებელი
კანონმდებლობის გაუმჯობესებას.
კონკურსის პირობები:
- განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდი ღია საზოგადოება -საქართველოს გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=53
·
- პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
- განმცხადებელმა დეტალურად უნდა აღწეროს
პროექტის განხორციელების გზები და ადვოკატირების სტრატეგია;
- განმცხადებელმა უნდა
მიუთითოს კონკრეტული კვლევები და გამოცდილება, რომელსაც ეყრდნობა მისი ადვოკატირების
პროექტი:
- პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო
წერილი;
- განმცხადებელს უფლება აქვს ამ
კონკურსში წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი;
- პროექტის წარმოდგენა ხდება სამ ეგზემპლარად;
- განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება ფონდი ღია საზოგადოება
საქართველოს ოფისში 13 მაისის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე,
მისამართზე: ქ. თბილისი, თ.
ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქ. #10.
საკონკურსო
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 13 მაისი, 16:00.
პროექტის
ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ა.შ.შ. დოლარს.
კონსულტაციები:
კონკურსში
მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები: 17 და 24 აპრილს,
1 და 8 მაისს,
15.00 საათზე ფონდის ოფისში.
საკონტაქტო
პირები:
ნიკა ჯეირანაშვილი - nika@osgf.ge
ვაკო ნაცვლიშვილი - vako@osgf.ge