en
ge

კონკურსი კარნეგის მკვლევართა სტაჟირების პროგრამაზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ამერიკული საბჭოები
  • დაწყების თარიღი: 04.04.2013
  • ბოლო ვადა: 30.04.2013
  • ბმული: http://jobs.ge/56216/
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს კონკურსს კარნეგის მკვლევართა სტაჟირების პროგრამაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 2013-14 აკადემიური წლისთვის. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევარებს ეძლევათ შანსი მონაწილეობა მიიღონ და განაცხადი შეავსონ ინდივიდუალურად ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში პროგრამაში მონაწილეობაზე. ეს კონკურსი ირჩევს უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევარებს, მაგისტრებს და მეცნიერებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან თემით: "სამხრეთ კავკასია: ცხოვრება გარდამავალ ეტაპზე".
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2013 წელი
აპლიკაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ლინკს: http://mydisk.ge/download.php?id=agasudeme&stid=1
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.nceeer.org/programs/carnegie-fellowship.html
წყარო:jobs.ge