en
ge

ფონდი აცხადებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება,  ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა.
წყარო: rustaveli.org.ge