en
ge

პროექტის რეგიონული მართვის მენეჯერი - რუსთავი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: სიდა
  • დაწყების თარიღი: 04.04.2013
  • ბოლო ვადა: 15.04.2013
  • ბმული: http://jobs.ge/56217/
სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" არის საქართველოს რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა. "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
2013 წლის აპრილიდან "სიდა"-მ დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება "ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველი მიგრანტებისთვის" G-PAM. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და მისი განხორციელება იგეგმება 2013-2015 წლებში.
პროექტის განხორციელების არეალი: საქართველო: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა. საზღვარგარეთი: საბერძნეთი, თურქეთი.
პროექტის ზოგადი მიზანი: მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება საქართველოში.
პროექტის ამოცანები:
  • ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა;
  • თურქეთსა და საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
  • საქართველოს განვითარებისთვის მიგრაციის პოზიტიური ეფექტების ოპტიმიზაცია.
პოზიციის დასახელება: პროექტის რეგიონული მართვის მენეჯერი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რუსთავი
საქმიანობის არეალი: საქართველო, საბერძნეთი და თურქეთი
პოზიციის ტიპი: სრული შტატი (1 შტატი).
წყარო: jobs.ge