სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" არის საქართველოს
რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს
დაფუძნდა. "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს
უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების
პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი
მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების
შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
2013 წლის აპრილიდან "სიდა"-მ დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება
"ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველი მიგრანტებისთვის" G-PAM. პროექტი
მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და მისი განხორციელება იგეგმება 2013-2015
წლებში.
პროექტის განხორციელების არეალი. საქართველო: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი,
იმერეთი, სამეგრელო და აჭარა. საზღვარგარეთი: საბერძნეთი, თურქეთი.
პროექტის ზოგადი მიზანი:
მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება საქართველოში.
პროექტის ამოცანები:
- ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა;
- თურქეთსა და საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; საქართველოს განვითარებისთვის მიგრაციის პოზიტიური ეფექტების ოპტიმიზაცია.
პოზიციის დასახელება: პროექტის დირექტორი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რუსთავი
საქმიანობის არეალი: საქართველო, საბერძნეთი და თურქეთი
პოზიციის ტიპი: სრული შტატი (1 შტატი)
წყარო: jobs.ge