გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, იწყებს განაცხადების მიღებას მცირე საგრანტო პროგრამებზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26 აპრილი, 2013 წ.
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება: 17 მაისი, 2013 წ.
პროექტების თემატური და ფინანსური ანგარიშის მოწოდების საბოლოო ვადა: 15 ნოემბერი, 2013
მცირე საგრანტო პროგრამა:
ვიწვევთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს კახეთის რეგიონიდან, მიიღონ მონაწილეობა მცირე საგრანტო პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის
შესახებ. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა განათლებას
და შექმნის ხელსაყრელ გარემოს გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად,
გაზრდის მოსახლეობის მოთხოვნას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურებსა
და უფლებებზე.
გაეროს ერთობლივი პროგრამა გასცემს მცირე გრანტებს 4,000 აშშ დოლარის
ფარგლებში. მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია დააფინანსოს პროექტები,
რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ თემს და მიაღწევს დასახულ მიზანს.
წყარო: jobs.ge