„კავკასიური სახლის" ორგანიზებით, 10-13 აგვისტოს, საქართველოში მცხოვრები ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, ლაგოდეხში ეწყობა საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი „აგორა" სამოქალაქო აქტივიზმის თემატიკაზე. პროექტის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში ჩატარდება ინტენსიური ტრეინინგი თემებზე, როგორებიცაა სამოქალაქო აქტივიზმის იდეა, მისი სახეები და ტრანსფორმაცია მსოფლიო ისტორიაში, გამოხატვის ფორმები, ვიზუალური ხელოვნება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ბანაკი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებს. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ბანაკის მონაწილეებს.
პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები:
• აუცილებელია იყო საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა (უპირატესობა მიენიჭებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს)
• ფლობდე ქართულ ენას მინიმალურ სასაუბრო დონეზე
• ასაკი – 18-25 წლამდე
წყარო: regional-dialogue.com