en
ge

კონკურსი მასწავლებლებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ინოვაციური განათლების ფონდი
  • დაწყების თარიღი: 05.04.2013
  • ბოლო ვადა: 17.04.2013
ინოვაციური განათლების ფონდი აცხადებს სკოლების მასწავლებელთა შერჩევას პროექტში "ადგილობრივი ლიდერები ინოვაციური განათლებისათვის" მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები გაივლიან პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებულ ოთხი 3-დღიანი ტრენინგის სერიას სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში. კერძოდ,
  • აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. [2013 წლის აპრილის ბოლოს].
  • შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. [2013 წლის მაისის მეორე ნახევარში]
  • ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში. [2013 წლის ივნისის დასაწყისში].
  • დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას. [2013 წლის სექტემბერში].
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება საკუთარ სკოლებში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და უნარები, ასევე პროექტში მონაწილე მეწყვილე მეცნიერებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მცირე სასკოლო პროექტი ან ღონისძიება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებში ან ინოვაციურ გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები პროექტისათვის შერჩეული მასწავლებლებისა და მეცნიერების კოორდინაციით მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ვირტუალურ კონფერენციაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე 2014 წლის დასაწყისში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია.
ტრენინგები და კონფერენცია ჩატარდება ქ. თბილისში. რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეების მგზავრობა, განთავსება და კვება უზრუნველყოფილი/ანაზღაურებული იქნება.
მოთხოვნები:
პროექტისათვის შერჩეული მასწავლებელი უნდა იყოს სერტიფიცირებული, ჰქონდეს სკოლაში სწავლების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ამჟამად ასწავლიდეს სკოლაში, ჰქონდეს სასკოლო ან სასწავლო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა, შეეძლოს ოთხივე ტრენინგზე დასწრება.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: info@innovative-education.org 2013 წლის 17 აპრილის ჩათვლით.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის "პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის" 5 ორგანიცაზიის და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.