en
ge

კონკურსი მეცნიერების შესარჩევად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ინოვაციური განათლების ფონდი
  • დაწყების თარიღი: 05.04.2013
  • ბოლო ვადა: 17.04.2013
ინოვაციური განათლების ფონდი აცხადებს სკოლებთან თანამშრომლობით დაინტერესებულ მეცნიერთა შერჩევას პროექტში "ადგილობრივი ლიდერები ინოვაციური განათლებისათვის" მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში შერჩეული მეცნიერები გაივლიან პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებულ ოთხი 3-დღიანი ტრენინგის სერიას სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში. კერძოდ:
  • აქტიური სწავლება: მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე, მოსწავლეთა ქცევა და დამოკიდებულება სწავლისადმი. [2013 წლის აპრილის ბოლოს].
  • შემოქმედებითობა განათლებაში: მეთოდოლოგია და საშუალებები ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში. [2013 წლის მაისის მეორე ნახევარში].
  • ინოვაციური განათლების საშუალებები: სიმულაციები, თამაშები, როლური თამაში სწავლებაში. [2013 წლის ივნისის დასაწყისში].
  • დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას. [2013 წლის სექტემბერში].
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება პროექტში მონაწილე მეწყვილე მასწავლებლებთან ერთად მათ სკოლებში დაგეგმონ და განახორციელონ მცირე სასკოლო პროექტი ან ღონისძიება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებში ან ინოვაციურ გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები პროექტისათვის შერჩეული მასწავლებლებისა და მეცნიერების კოორდინაციით მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეთა ვირტუალურ კონფერენციაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე 2014 წლის დასაწყისში გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია.
ტრენინგები და კონფერენცია ჩატარდება ქ. თბილისში. რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეების მგზავრობა, განთავსება და კვება უზრუნველყოფილი/ანაზღაურებული იქნება.
მოთხოვნები:
პროექტისათვის შერჩეული მეცნიერი უნდა მუშაობდეს სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე, ჰქონდეს პედაგოგიური მოღვაწეობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, ჰქონდეს სასწავლო ან სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, გააჩნდეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა, შეეძლოს ოთხივე ტრენინგზე დასწრება; სასურველია ჰქონდეს სასკოლო პროექტებში მონაწილეობის ან სკოლის მოსწავლეებთან არაფორმალური მუშაობის გამოცდილება (კონკურსებისა და ოლიმპიადებისთვის მომზადება, წრეები, კლუბები, კონსულტაცია, სხვ.)
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: info@innovative-education.org 2013 წლის 17 აპრილის ჩათვლით.
პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის "პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის" 5 ორგანიცაზიის და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.